ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი – სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირების გამოცხადების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ბიძნა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა.
საუბარია Credit Suisse-სთან მოგებულ დავაზე, რომლსი შემდეგაც ოლიგარქს 461 მილიარდი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.
ამასთან, OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.
2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 7.55 მილიარდი დოლარია, Forbes-ის თანახმად კი მას $4.9 მილიარდი ეკუთვნის.