აშშ-ის ჰელსინკის კომისია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ “ამერიკელი ხალხი ქართველებთან ერთად დგას მათ მუდმივ ბრძოლაში, რათა გადაარჩინონ თავისი ქვეყანა ივანიშვილის ტირანიისგან“.
როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, “წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშის ზარს სცემდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ მცდელობებზე ქართული დემოკრატიის საბოტაჟისთვის“.
”წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშის ზარს სცემდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ მცდელობებზე ქართული დემოკრატიის საბოტაჟისთვის, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი თავდასხმისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაძირვის გამო.
დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ მისი წამყვანი როლის გამო საქართველოს რუსეთისა და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიზიდვაში.
ამერიკელი ხალხი ქართველებთან ერთად დგას მათ მუდმივ ბრძოლაში, რათა გადაარჩინონ თავიანთი ქვეყანა ივანიშვილის ტირანიისგან,” – წერს ჰელსინკის კომისია.