”მივესალმები სანქციებს დიქტატორობის მოსურნე ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის გეგმავს საქართველოს სუვერენობისა და დემოკრატიის განადგურებას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”-
განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარენ, ჯო უილსონმა.
***
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.