ივანიშვილს ძალიან მძიმე დიანგოზი დაუსვეს, – ასე აფასებს ყოფილი პრემიერი გეგა მგალობლიშვილი აშშ-ს მიერ ოლიგარქის დასანქცირებას. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აღნიშნული ქვეყნისთვისაც ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგან ივანიშვილი სწორედ რუსეთთან თანამშრომლობის გამო იქნა დასანქცირებული.
”ქვეყნისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როცა ქვეყნის რეალური მმართველი სანქცირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ოკუპანტ ქვეყანასთან, ჩვენ მტერთან თანამშრომლობის გამო. ეს არის უმძმესი დანაშაული და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის. ჩვენ აღმოვჩნდით რეალობაში, როდესაც ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეებს, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ არის დადანაშაულებული. ძალიან მძიმე დიაგნოზია, – ამბობს გეგა მგალობლიშვილი.