“ყველამ უნდა მოიხადოს სასჯელი – ტყუილად გაქვთ პრეზიდენტის იმედი”

„აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე პარლამენტარი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. შესაბამისად დესტრუქციულ როლს კი არ თამაშობ, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ვერ გათავისუფლდება, ყველამ უნდა მოიხადოს სასჯელი. ტყუილად გაქვთ პრეზიდენტის იმედი. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგ კი ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, თითქმის არავითარი ფუნქცია არ აქვს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება 100%-ით არის მის ხელში. ამიტომ ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,“ – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share