„იდეალური შტორმი“ – გონაივი, ჰაიტი
სუბტროპიკულიმა შტორმმა „ფეიმ“ გონაივს 2008 წლის აგვისტოს გადაუარა, რასაც თან მოჰყვა ქარიშხალი „გუსტავი“, მოგვიანებით კი, ქარიშხლები „ჰანნა“ და „აიკი“. ჰაიტის ხუთი მსხილი ქალაქიდან ერთი ზედიზედ 4 დამანგრეველი ტროპიკული ციკლონების სამიზნე გახდა, რის შედეგაც, გონაივი პრაქტიკულად ჩაირეცხა ზღვაში. ქალაქის დიდი ნაწილი ტალახის ქვეშ, ან ბინძური წყლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლის დონეც ცალკეულ ადგილებში 3.5 მეტრს აღწევდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 500 ადამიანს მიაღწია, თუმცა, 2008 წელი სულაც არ იყო გონაივისთვის მომაკვდინებელი – 2004 წელს, ქალაქს თავს დაატყდა ქარიშხალი „ჯენი“, რომელმაც 3000-მდე ადამიანი დამარხა.
„სიკვდილის ტბა“ – ცენტრალური აფრიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდას შორის მდებარე ტბა კივუ, ერთ-ერთია აფრიკის დიად თბებში. მისი ზედაპირის ფართი 2700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო სიღრმე 480 მეტრს აღწევს. თუმცა, ტბის ქვეშ ნახშირბადოვანი აირების წიაღი და 55 მილიარდი კუბური მეტრის მეთანი მდებარეობს, რაც სიცოცხლისთვის უზომოდ საშიშია, რადგანაც მცირედმა მიწისძვრამ ან ვულკანურმა აქტივობამ შესაძლოა გამოიწვიოს დამანგრეველი აფეთქება, ან მომაკვდინებელი აირების გაჟონვა. საგულისხმოა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულია დასახლებული ადგილები, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი მუდმივ შიშში ცხოვრობს – ერთ დღეს არ დაიღუპონ მეთანის აფეთქებისგან, ან არ გაიგუდონ ნახშირბადოვანი აირით.
სიცივის პოლუსი – ვერხოიანსკი, რუსეთი
ციმბირის სიღრმეში მდებარეობს ქალაქი ვერხოიანსკი. ამ უძველესი ქალაქის მოსახლეობა 1122 ადამიანს შეადგენს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა რაც იქ დაფიქსირებულა -67.6 °C-ია – 1892 წლის თებერვალში. ვერხოიანსკი მსოფლიოში ყველაზე ცივი ქალაქია და ზედმეტ სახელს – „სიცივის პოლუსს“ დაატარებს. სექტემრბიდან მარტამდე, მზე ამ ქალაქში მხოლოდ 5 საათის განმავლობაში ანათებს, ხოლო ზამთრის „სტაბილური“ ტემბერატურა -40 °C-ია.
ცეცხლოვანი მთა – მერაპი, ინდონეზია
ყველაზე მშვიდ პერიოდებშიც, ინდონეზიის ყველაზე მსხვილი მოქმედი ვულკანი კუნძულ იავაზე, საშიშად გამოიყურება. „ცეცხლოვანი მთის“ კვამლი სიმაღლეში 3 კილომეტრზე ადის. 1974 წლის ამოფრქვევისას, მის მიერ განადგურებულ იქნა 2 დასახლება, შეიწირა რამოდენიმე ტურისტი და ვულკანოლოგი, რომელთა საფლავებიც პირდაპირ ვულკანზე მდებარეობს. მორიგი ამოფრქვევისას, 2010 წელს, ევაკუირებულ იქნა 350 ათასი ადამიანი, ხოლო 353 გარდაიცვალა.
„მოხეტიალე უდაბნოები“ – ჩინეთი
ერთ დროს ნაყოფიერი ოაზისი მინცინი, განსაცდელის წინაშეა – ამჟამად ის ორ უდაბნოს შორისაა მოქცეული. ათწლეულმა გვალვამ და მდინარეების გაქრობამ სიტუაცია იქამდე მიიყვანეს, რომ რეგიონს ორი მხრიდან ქვიშა უახლოვდება. 1950 წლიდან, ქვიშამ შთანთქა 160 ათასი კვადრატული კილომეტრი, ამასობაში, მოსახლეობის რიცხვი 860 ათასიდან გაიზარდა 2 მილიონამდე. მოსახლეობის ამ ზრდად ნაწილს, ქვიშა წელიწადში 10 მეტრის სიჩქარით უახლოვდება და სახნავ-სათესი მიწების რაოდენობას ექვსჯერ ამცირებს.
„ქარიშხლების მსოფლიო დედაქალაქი“ – დიდი კაიმანი
კაიმანის კუნძულები, რომლებიც ნამდვილ ტროპიკულ სამოთხედ ითვლებიან, განლაგებულნი არიან კარიბის ზღვაში. ბევრი ტურისტი კარიბებს ცივილიზაციის ხელუხლებელი პლაჟებისა და დაივინგისთვის სტუმრობს. მაგრამ, დიდი კაიმანი, სამი კუნძულთაგან ერთ-ერთი, ცნობილი გახდა როგორც „ქარიშხლების მსოფლიო დედაქალაქი“, რადგანაც ის დამანგრეველი ძალის ქარიშხლების „თავდასხმას“, საშუალოდ ყოველ 2.16 წელიწადში განიცდის – ყველაზე ხშირად ატლანტის ოკეანეში. 2004 წელს მძვინვარე ქარიშხალმა, კუნძულზე მდებარე ნაგებობების 80% დააზიანა და 40 ათასი მოსახლე დენისა და წყლის გარეშე რამოდენიმე დღით დატოვა.
„ტორნადოების ხეივანი“ – ოკლაჰომა-სიტი
მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს აშშ-ს ავტომაგისტრალის – I-44-ის გასწვრივ, რომელიც ოკლაჰომას შტატსა და მის სიდიდით მეორე ქალაქს – ტალსს აერთიანებს. ყოველ გაზაფხულს, როცა გრილი და მშრალი ჰაერის მასები მთებიდან დაბლობში ეშვებიან, ხვდებიან ოკეანიდან მომავალ თბილ, ტენიან ჰაერს, რის გამოც, I-44-ის გასწვრივ წარმოიქმნება დამანგრეველი ძალის მორევები. 1890 წლიდან, ოკლაჰომა-სიტი და მიმდებარე ტერიტორიები, სხვადასხვა სიმძლავრის მორევის 120 ჯერ თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. უფრო მეტიც, 1999 წლის მაისში, ოკლაჰომაში, კანზასში და ტეხასში 70 დამანგრეველი მორევი წარმოიქმა, რომლებმაც ჯამში 1700 სახლი გაანადგურეს, ხოლო 6500 ნაგებობა დააზიანეს და 40 ადამიანი იმსხვერპლეს.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე