ძალიან დიდი ბრძოლა გველის წინ, რადგან ურჩხულის მოშორება ძნელია – ბურჭულაძე

ძალიან დიდი ბრძოლა გველის წინ, რადგან ურჩხულის მოშორება ძნელია” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ “პირველი ხაზის” ეთერში განაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ 2024 წლის არჩევნებს აქტიურად დააკვირდნენ, რათა “ოცნებამ” ხმების გაყალბება ვერ შეძლოს.

პაატა ბურჭულაძემ 2016 წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრების მიუხედევად, საქართველოში არაფერი შეცვლილა, რადგან მმართველი პარტიის პირობებში ქვეყანა არათუ განვითარდა, არამედ პროგრესის მთელი 8 წელი დაკარგა.

”როგორც იქნა დადგა დღე, რომ ძალიან რეალურია ამ მთავრობის გაცილება ოპოზიციაში. მე ვიყავი ერთერთი პირველი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნა პარტია. მაშინ ვერ შევძელი ხალხისთვის მეთქვა, თუ რა ელოდებოდათ მათ მომავალი 8 წელი. იმის მერე 8 წელი გავიდა და ეს 8 წელი ჩვენ გვაქვს არამარტო დაკარგული და შეჩერებული, არამედ ეს 8 წელი არის უკუსვლა იმისა, რაც გაკეთებულა მანამდე 35 წლის მანძილზე. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან დიდი ბრძოლა გველის წინ, რადგან ურჩხულის მოშორება ძნელია”, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share