იმპორტირებული საკვები და სასმელი პროდუქტების მოცულობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა. შესაბამისად, ბოლო 4 წლის მაქსიმუმი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში საქართველომ 650 828 ტონა პროდუქტი შეიძინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 534 058 ტონა, 2020 წლის 6 თვეში – 621 086 ტონა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში – 562 144 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი მოცულობით შეიძინა საქართველომ:
- ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის – 78 083 ტონა (29,393 მლნ აშშ დოლარი)
- შაქარი – 56 660 ტონა (32,779 მლნ აშშ დოლარი)
- ხორბალი და მესლინი – 50 104 ტონა (16,749 მლნ აშშ დოლარი)
- დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი – 47 657 ტონა (13,940 მლნ აშშ დოლარი)
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 29 359 ტონა (41 127 მლნ აშშ დოლარი)
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 23 481 ტონა (11 623 მლნ აშშ დოლარი)
- ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები – 23 120 ტონა (3,928 მლნ აშშ დოლარი)
- მარგარინი – 20 626 ტონა (36,758 მლნ აშშ დოლარი)
- ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი -19 920 ტონა (14,892 მლნ აშშ დოლარი).
ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – 19 402 ტონა (6,513 მლნ აშშ დოლარი)