გლოვის დღე ქვეყანაში – დროებით ოკუპირებულ გალში დღეს ერთი ოჯახის ხუთი შვილი დაკრძალეს. ხუთივე ჭოლარიების ოჯახში რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. უფროსი გოგო 8 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი 8 თვის.
ხალხის სამძიმრის სათქმელად ზუგდიდიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, მაგრამ ნაწილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცა.
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის ნიშნად დღეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშებია დაშვებული.