გურიის მოამბე

მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ – ხიდაშელი

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზეა აწყობილი” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა და სინდისის პატიმრების ციხეში დარჩენის ფაქტს გამოეხმაურა.

თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების საქმეზე მომუშავე მოსამართლეები ნოტარიუსს შეადარა და  თქვა, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს არა კანონის დაცვით იღებენ, არამედ უბრალოდ ბეჭდავენ.

”სასამართლო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმას, რაც ხდება ქუჩაში, რა განწყობაზეა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. გადაწყვეტილებები კანონის დაცვით უნდა მიიღებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ეს ყველაფერი გამქრალია და ერთადერთი შემადგენელი, რომელიც წყვეტს იმას, ვის რა განაჩენი ექნება, რომელი მოსამართლე რა ბედს გადაუწყვეტს ადამიანებს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აწყობილია სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, იმაზე, ვინ ვისზეა გაბრაზებული, ვის ვისთან ანგარიშსწორების სურვილი აქვს. მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share