გურიის მოამბე

ყოფილი მოსამართლე: “ხორციელდება მუქარა – სურთ, ჩუმად ვიყო და სასამართლო სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე არ ვისაუბრო”

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ მისი გაჩუმების მიზნით, არაერთ მუქარას ახორციელებენ.

ბესარიონ ალავიძე სტრატეგიულ პარტნიორებს კლანის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამართლეთა დასანქცირებისკენ მოუწოდებს და ასევე მზაობას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების შავ სიაში შეყვანის პროცესს დააჩქარებს.

”დღევანდელი ე.წ. სასამართლო განხილვით სასამართლო კლანმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ბიძინა ივანიშვილს ერთგულება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლანის მორჩილი და შეკვეთილი საქმეების შემსრულებელი მოსამართლეების დასანქცირება. მიუხედავად ჩემს მიმართ განხორციელებული არაერთი მუქარისა, რომ ვიყო ჩუმად და არ ვისაუბრო სასამართლო სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ჩემი ქვეყნისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ღირსეული მამულიშვილების ინტერესების დაცვის მიზნით, მზად ვარ შევხვდე მათ ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ პირთა ჯგუფს, რომლებიც დააჩქარებენ მოსამართლეების დასანქცირების პროცესს!”. – წერს ბესარიონ ალავიძე. 

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე სწორედ ის ყოფილი მოსამართლეა, რომელმაც  ბიძინა ივანიშვილს სიურპრიზის მოწყობა დაუანონსა და განაცხადა, რომ ყველაფერს მალე გამოააშკარავებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share