გურიის მოამბე

“თუ “ქართული კოშმარის” დიპლომატს ლატვია განუცხადებს, რომ შენგენის ვიზაზე უარს ეუბნება, ვერც დანარჩენი ქვეყნები მისცემენ ამ ვიზას” – რიჰარდს კოლსი სანქციებზე

“მოვუწოდებ ევროპის ქვეყნებს, მიიწვიონ სალომე ზურაბიშვილი თავიანთ პარლამენტებში სიტყვით გამოსასვლელად, რათა ფარდა ახადოს იმას, რასაც ეს რეჟიმი სჩადის. აქ უკვე საუბარი აღარაა მხოლოდ ე.წ. რუსულ, უცხო აგენტების კანონზე. მათ გაცილებით უფრო შორს შეტოპეს. და, რაღა თქმა უნდა, აგრძელებენ ამ ორმაგ თამაშს. დიახ, მზად ვართ დიალოგისთვის! [ვინც გვაკრიტიკებს], იმათ ვიღაცები უხდიან! მეც დამდეს ბრალი, [რომ ვიღაც მიხდიდა], თქვეს, გამოვააშკარავებთ და ვიპოვით, ვინ გიხდისო. კი ბატონო – ევროპელი გადასახადების გადამხდელი იხდის ჩემს ხელფასს. და ძალიან მადლიერი ვარ მათი – და ჩემ მოვალეობებსაც ისე ვასრულებ, როგორც მათ დავპირდი: ჩემს ამომრჩეველს დავპირდი, რომ ვიმუშავებდი ევროკავშირში გაწევრების მოწადინე ქვეყნებთან, რათა ისინი წინ წასულიყვნენ ევროინტეგრაციის კუთხით. ასე რომ ჩემი მოვალეობაცაა, ვიბრძოდე ქართველი ხალხის [ევროპული] მისწრაფებებისთვის. […]

ეს [“დიპლომატიურ ბუნდოვანების”] ეტაპი უკვე გავიარეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო მთავარ აქტორს “ქართული კოშმარის” მიღმა – ვფიქრობ, ეს სახელი უფრო შეეფერებათ – იმ კაცს, რომელიც რეალურად “ამოძრავებს თოჯინებს” ფარდის მიღმა. ვემხრობი იმას, რაც აშშ-მა უკვე გააკეთა, რასაც „ჰელსინკის კომისია“ აკეთებს და მინდა, იგივე ზომები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც მიიღონ. ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. […]

არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოვრიცხოთ ეროვნული სანქციების შესაძლებლობაც. თუ მაგალითად “ქართული კოშმარის” დიპლომატს ლატვია განუცხადებს, რომ შენგენის ვიზაზე უარს ეუბნება, ვერც დანარჩენი წევრი ქვეყნები მისცემენ შენგენის ვიზას ამ ინდივიდს, მხოლოდ ის შეუძლიათ, საკუთარი ვიზა მისცენ. ეს დამატებითი ზეწოლის მექანიზმია, რომელიც შესაძლოა „ქართული კოშმარის“ ოფიციოზის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ანუ, თუ ვინმე “ქართულ კოშმარს” უჭერს მხარს, უნდა ვუთხრათ: ევროკავშირის სანქციების შემდეგ ჩვენც დაგიწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, დამატებით, ბონუსად.”საქართველოს არჩევნების არაღიარებასა და არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი “რადიო თავისუფლებას” ესაუბრა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share