გურიის მოამბე

ბრიტანელმა დეპუტატმა პარლამენტს ივანიშვილის დასანქცირების წინადადებით მიმართა

დიდი ბრიტანეთის დეპუტატი ჯეიმზ მაკლირი მიესალმება აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას და გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, მსგავსად იმოქმედოს.

მან ბრიტანეთის პარლამენტს უკვე მიმართა წინადადებით, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

 

“პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;

პალატა აღნიშნავს, რომ აშშ-მა შემოიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, გააკეთოს იგივე, რათა გამოხატოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციაში იყოს ევროკავშირიდან პარტნიორებთან რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად.

 

და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას’, – წერს დეპუტატი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share