გურიის მოამბე

„საქართველოს თავისუფალი ხალხის მხარდაჭერა“ – უილსონის წერილი

ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური პარლამენტი და დააყენა არალეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე მიიღო დრაკონული კანონები, რომელიც საპროტესტო აქციების და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციას ახდენს, სცემენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა Сharleston Mercury-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უსაზღვროდ გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოში თავისუფლება კარგია ამერიკისთვის და ხელს უშლის აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიერ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ბოროტად გამოყენებას.

უილსონის თქმით, აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული მხარდაჭერა და ურთიერთობა ამ თავისუფალი ხალხის მიმართ.

„მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგეს ქართველებს, რადგან ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის“, – წერს უილსონი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share