გურიის მოამბე

ევროპარლამენტში “საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არეულობაზე” ხვალ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემა „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში იქნება.

დებატები თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი 16 იანვარს წერდა, რომ ევროპარლამენტი საქართველოზე დებატებს 21 იანვარს გამართავს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა თებერვლის სესიის პირველ სხდომაზე გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share