გვარამია ივანიშვილს – “გაუშვით მიხეილ სააკაშვილი სამშვიდობოს! რამე რომ მოხდეს, წარმოგიდგენიათ, თქვენ თავს მოვლენების განვითარება როგორი იქნება?!”

“სანამ დროა, გაუშვით მიხეილ სააკაშვილი სამშვიდობოს! რამე რომ მოხდეს, წარმოგიდგენიათ, თქვენ თავს მოვლენების განვითარება როგორი იქნება?!” – ამ სიტყვებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

”მე არ ვიცი ბატონი ივანიშვილი ახლა რაზე ფიქრობს, მას მინდა ახლა პირადად მივმართო. სანამ დროა, გაუშვით მიხეილ სააკაშვილი სამშვიდობოს. ჯერ ერთი, ის უდანაშაულოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჰუმანიტარულ ბაზას რომ დავეყრდნოთ, ეს ადამიანი არის მოსაბრუნებელი ჯანმრთელ მდგომარეობაში. იმიტომ რომ, ის დღეს არის ძალიან ცუდად. ღმერთმა დაიფაროს, რომ რამე მოხდეს, აი ისე უბრალოდაც რომ რამე მოხდეს, წარმოდგენილი გაქვთ, მოვლენების განვითარება რა იქნება, ბატონო ივანიშვილო? თქვენს თავს, პირადად თქვენს თავს და საერთოდ, ან ქვეყანას რატომ არ უფრთხილდებით, მაგრამ ძალიან ცუდ სცენარს გვთავაზობთ ამ ყველაფრით, რაც ახლა სააკაშვილის თავს ხდება და ამის შესაძლებლობას თქვენ არავინ არ მოგცემთ” – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share