ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ქართველები ერთმანეთის მტერი არ ვართ, – ამის შესახებ მსახიობმა ნანა ბუთხუზმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველას ვალდებულებაა ქუჩაში გავიდნენ.
“ქართველები ერთმანეთის მტერი არ ვართ, არ ვჭმათ, უბრალოდ გვაჭმევინებენ“,- თქვა ბუთხუზმა.
”ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ქართველები ერთმანეთის მტერი არ ვართ, არ ვჭმათ, უბრალოდ გვაჭმევინებენ, პროპაგანდით, ყველაფრით მანიპულირებენ. მუდმივად ერთი მტერი გვყავს, რომელიც ამას გვაკეთებინებს. ახლა ხდება ტვინების ოკუპაცია, რომელზეც მუშაობს დიდი და სერიოზული მანქანა და მართლაც სახიფათოა ეს. უბრალოდ, ჭკუას ჭკუა უნდა დაახვედრო,რადგან მტერი მოდისო ჭკუითო- ილია ჭავჭავაძემ დაგვიბარა. ამიტომ განათლდითო, მაგრამ ამასაც არ უწყობენ ესენი ხელს, რადგან, რაც უფრო გაუნათლებელია ადამიანი, მით უფრო ადვილია მისი მძევლად აყვანა, მოტყუება და ა.შ. ჩვენი ხმა იმიტომ კი არ ჟღერს ასე ხმამაღლა, რომ ჩვენ რაღაც დიადს ვაკეთებთ და გმირები ვართ, არა, ჩვენ უბრალოდ ვჩანვართ, რადგან ასეთი პროფესია გვაქვს.
ახლა ჩვენი ვალდებულებაა გამოვიდეთ გარეთ“,- განაცხადა ბუთხუზმა.