ნიკა მელია სოცქსელში გუშინ, პირველ არხზე იაგო ხვიჩიას „გირჩთან“ გამართულ დებატებზე სოცქსელში განმარტებას აეთებს:
„გირჩი 36“ არის პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას.მათ არ სჯერათ, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები.ისინი ვერ ხედავენ რეჟიმის სისატიკეს და დარბევებს ქუჩაში.მათ არაფრად მიაჩნიათ მზია ამაღლობელის 18 დღიანი შიმშილობა.მათი სურვილი იყო და არის საპროტესტო მოძრაობის დამარცხება და „საცივში ჩაძირვა“.„ოცნების“ მსგავსად, ესენიც ოპოზიციას აკისრებენ პასუხისმგებლობას ხალხის ცემასა და წამებაზე.ამიტომ, ვისაც ჰგონია, რომ მე ხელისუფლების ოპოზიციასთან მქონდა დებატები, ძალიან მწარედ ცდება.„გირჩი 36“ არის ხალხის ოპოზიცია და ის ივანიშვილის უბადლო მოკავშირეა – ესაა სიმართლე.პოლიტიკურ პროცესებში ჩავები სიმართლით და ღირსებით და ამ გზაზე ივანიშვილის მარიონეტები ბუნებრივია ვერ შემაჩერებენ.