“საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – ბოლო რამდენიმე თვეს თუ შევხედავთ, ცუდი მუდმივად უარესით იცვლება” – ჰერჩინსკი

“საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი უკვე ორი თვეა რაც ქუჩაშია და მოითხოვს ევოპულ მომავალს, დემოკრატიას. ქართველებმა თავად უნდა იპოვონ გამოსავალი ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციიდან. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს. ჩვენ მას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და გვინდოდა, რომ მას წარმატებით გაევლო გზა ევროკავშირის სულფასოვან წევრობამდე, მაგრამ 2023 წლის 23 დეკემბრის შემდეგ ბევრი უარყოფითი რამ მოხდა საქართველოში. ბოლო რამდენიმე თვეს თუ შევხედავთ, ცუდი მუდმივად უარესით იცვლება. მე ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი”.- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share