უკრაინა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან, შარშან 24 თებერვლიდან, რუსეთმა დაკარგა 111 170 სამხედრო.
თავის ბოლო ანგარიშში, 8 იანვარს, უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 430 ზე მეტი რუსი სამხედრო იქნა მოკლული წინა დღეს.
სისტემატური ანგარიშის თანახმად, მისი მონაცემები დასავლეთის შეფასებებს აღემატება ხოლმე, რუსეთმა დაკარგა კიდევ სამი ტანკი და სამი საარტილერიო სისტემა. რუსეთის არმია 7 იანვარს განაგრძობდა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მართლმადიდებელი საშობაო დღეებისთვის ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 იანვარს რუსეთმა განახორციელა ცხრა სარაკეტო იერიში და 40 თავდასხმა – ზალპური ცეცხლის დანადგარებით. უკრაინის მონაცემებით, გასულ 24 საათში ორი პირი იქნა მოკლული და ცხრა დაშავდა რუსეთის თავდასხმის შედეგად.
რუსეთის არმიამ გაავრცელა ცნობა, რომ სარაკეტო იერიშის დროს ასეულობით უკრაინელი სამხედრო დახოცა. მოსკოვის ინფორმაციით, კრემატორსკში დროებით ყაზარმებს ჰაერიდან დაუშინეს ცეცხლი და იქ განთავსებული 600 სამხედრო მოკლეს. უკრაინის მხარეს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს თავდასხმა შურისძიების აქტი იყო მაკეევკაში უკრაინის თავდასხმის შედეგად დახოცილი რუსი სამხედროებისთვის. რუსეთმა გამოაცხადა, რომ მაკეევკაში 89 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის ცნობით, მოკლულების რიცხვი რამდენიმე ასეული იყო.
საომარი მოქმედების რეგიონებიდან მონაცემების ობიექტური შემოწმება შეუძლებელია.
რადიო თავისუფლება