2022 წელი მსოფლიო სპორტისთვის – გასულ წელს მთავარი მოვლენა კატარის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი დეკემბერში არგენტინის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა წლის ბოლოს მსოფლიომ ტრაგიკული ამბავი შეიტყო – 82 წლია ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა.
2022 წელი განსაკუთრებული იყო არა მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულთათვის, არამედ ჩოგბურთის გულშემატკივრისთვისაც. კარიერა დააასრულა როჯერ ფედერერმა და სერენა უილიამსმა. როგორი იყო გასული წელი მსოფლიო სპორტში დავით ერაძის სიუჟეტიდან გავიგებთ.