საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესის პარალელურად, 9 იანვარს, 12:00 საათზე, საქალაქოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები დაესწრებიან.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილი სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად ვერ დაესწრება.