საქართველოში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა – მოყინული გზები და პარალიზებული მოძრაობა. დღეს თითქმის ყველგან იდენტური სურათი იყო. ნაქერალას უღელტეხილიდან რაჭის მიმართულებით მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. მოძრაობაა შეფერხებული იყო რიკოთის უღელტეხილზე.
უფრო მძიმე ვითარება მაღალმთიან აჭარაში – უხვ ნალექს ძლიერი ყინვა ემატება. შუქის გარეშე დარჩენილი 7 სოფლიდან ექვსს ელექტრო ენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. გაწმენდილია ცენტრალური გზები, თუმცა რთული ვითარებაა სოფლებში. ხულოში დილიდან საავტომობილო გზების ტექნიკა მუშაობს. თოვლის საფარი ზოგან ნახევარ მეტრს აღწევს.