დევიღუპე, მამასახლისად დავდექი!
უფროსი შვილი სოტნაში მყავს, ოჯახს ვერ წავადექი.
უმცროში შვილი ღალაფია, არ არის გამოსადექი.
ჩემი აქ შამომყვანელი, რომ დაწვე აღარ ადექი.
ზროხები ქურდმა მომპარა, კვიცი მგელმა შემიჭამა.
მომხმარებელი ვიღანა მყავს. შინ აგდია თოფი, ყამა.
ნამუშიერი აღარ მაქ, ვინღა იმუშაოს ყანა.
ქალი კი აფერს იკადრებს, ჩემი ცოლი არის განა?
მემიავ ფარა მომეცი, ჯუმას მოგიტან ბატონო.
ნიკოლოზავ ფული მომე, არ ამიღია ბატონო.
ძაღლმა და ღორმა ჩააკვტა ამისთანა ფულის ღებას.
ნაობახტში შეგაგდებ. პოპოშნიკიც მე ვიყო, სუდიაც მე ვიყო, კატიტანტიც მე ვიყო, ყოლიფერს რაფერ გავსტვე?
უფალო შემიწყალე!
აგიც კაცი, იგიც კაცი. იგი რაღაის კაცია?
მე ქე უნდა დევიღუპო: თქვენ იაროთ, ღვინო ყლუპოთ.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა