ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება:
ქართულმა უწყებებმა “აზერბაიჯანის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის” ბრალდებით ორი საჯარო მოხელე დააკავეს. სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს – სუსტი რეაგირება პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა – 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს, აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.