ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ხელოვანები მას ეკუთვნოდა, ნაყიდი ჰყავდა – ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელოვანები მისი საკუთრება ეგონა, რადგან მათ ხელფასებს უხდიდა და მიიჩნევდა, რომ ნაყიდი ჰყავდა.

ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილისთვის არ არსებობს თავისუფალი ადამიანი, ნივთი, თუნდაც ხე.

”არაერთხელ მომისმენია მისგან ერთგვარი უკმაყოფილება, რომ ეს ხალხი როგორი დაუნახავიაო, როდესაც რამე კრიტიკას ისმენდა ხელოვნების ნებისმიერი წარმომადგენლისგან. ძალიან რეაგირებდა, ძალიან მტკივნეულად. მის აზროვნებაში ეს ხალხი მას ეკუთვნოდა, ნაყიდი ჰყავდა და როგორ ბედავენ და საერთოდ რამე კრიტიკულს ამბობენო. 

საერთოდ, ივანიშვილისთვის არ არსებობს თავისუფალი ადამიანი, ნივთი, თუნდაც ხე – ის ხე, როდესაც ბუნებაში სადღაც ხარობს, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, სანამ არ მოჭრის და თავის ეზოში არ მოიტანს, იგივე ამ ცხოველების მოყვანის ლტოლვა, იგივე მისი ჩიტების დიდი რაღაც ციხე, აკვარიუმები და ზუსტად ასევე ხალხზე. ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილს არ ეკუთვნის, მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს და პირიქით ჩამოსაშორებელია. ამისთვისაც ააწყო დემონიზების მანქანა” – აცხადებს ბაჩიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share