“ნაციონალური მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება მის დაცვას, კანონი აღსრულდება და ვერავინ შეეწინააღმდეგება მას”. –ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი, Palitranews-ის ეთერში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას, პატიმრობა შეეფარდა.