სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სკანდალური აუდიოო ჩანაწერის გამოკვლევა დაიწყო

დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლევთ ჩანაწერს, რომელიც სრულად ადასტურებს, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან სესხის მისაღებად ვიყავი მისული, სადაც ის მეუბნება, რომ მე ბანკში წავიდე – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილი-ივანიშვილის აუდიოჩანაწერს გამოიკვლევენ, რომლიც “შაბათის ეთერმა” გასულ კვირას გაასაჯაროვა.

  • ჩანაწერით ირკვევა, რომ 2015 წელს ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს “ქართუში” სესხის ასაღებად შუამდგომლობა სთხოვა და არა ინვესტიციის ჩადება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენ გამოვიკვლევთ ჩვენი მხარის მტკიცებულებებს, ეს იქნება ყველა ის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს იყო სესხი და რომელიც ეფუძნება რეალურ დოკუმენტებს – არა ზეპირსიტყვიერ ჩვენებსბს, როგორც ეს არის ბრალდების მხარეს, არამედ  რეალურ დოკუმენტებს, რომლებიც  ცალსახად აჩვენებს, რომ  ეს იყო საბანკო სესხი. მათ შორის გამოვიკვლევთ იმ ჩანაწერს,  რომელიც სრულად ადასტურებს, რომ მე ბიძინა ივანიშვილთან სესხის მისაღებად ვიყავი მისული, სადაც ის მეუბნება, რომ მე ბანკში წავიდე და ბანკში გავაკეთო ეს სესხი. 

ჩანაწერში ცალსახად ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეუბნება, რომ დაველაპარაკო ბანკის დირექტორს, ნატო ხაინდრავას, რომელიც დამატებით ბანკის მოგების სანაცვლოდ სესხს გასცემს. მე იმავე დღეს შევხვდი ქალბატონ ნატო ხაინდრავას და იმავე დღეს ბანკმა სესხი დაამტკიცა, ანუ ამ საუბრის ნებისმიერი ინტერპრეტირება გამორიცხულია, რომელზეც ივანიშვილის მხარე აპელირებს. ისინი ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ სამი კომუნიკაცია შედგა ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მათ შორის ივანიშვილსა და ხაინდრავას შორის, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ თითქოსდა, ივანიშვილი უნდა შემოსულიყო ამ პროექტში ინვესტორად, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ სესხი იმავე დღეს დამტკიცდა და სესხის გაცემამდე ივანიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამას სატელეფონო ამონაწერებიც ადასტურებს”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ 11 წუთიან სატელეფონო კომუნიკაციაში ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს ტყუილში რამდენჯერმე ამხელს. პირველად მაშინ, როცა საკუთარი მილიარდების ყოფილ მმართველს უდასტურებს, რომ ბანკი ქართუ ბიზნესის მოგებაში არ მონაწილეობს. იურისტების შეფასებით, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბიზნეს პარტნიორი ან ინვესტორი არასდროს ყოფილა და მათ შორის მხოლოდ სასესხო ხელშეკრულება არსებობდა.

ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ ბაჩიაშვილი საკუთარ ბიზნესში მთელ დანაზოგს დებს, ბიძინა ივანიშვილი კი არათუ ჯეროვნად ვერ ერკვევა მაინინგის ბიზნესში, კრიპტოვალუტის დასახელებაც კი არ იცის. ბაჩიაშვილი ივანიშვილს მხოლოდ იმის გამო ურეკავს, რომ ოლიგარქმა უშუამდგომლოს ქართუ ბანკის დირექტორთან, რომ ნატო ხაინდრავამ ბაჩიაშვილს სესხი მისცეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share