გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, უკრაინის და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებულ ანტირუსულ რეზოლუციას, მხარი დაუჭირა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო, ხოლო 65-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
უკრაინის და ევროპელი პარტნიორების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში საუბარია უკრაინიდან რუსული ჯარების “დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო” გაყვანაზე და საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე. დოკუმენტის მხარდამჭერები მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც.