რატი ამაღლობელი “ქართულ ოცნებას” საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს – პოეტი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც აბსტრაქტულ მშვიდობაზე საუბრობს, ხალხს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ებრძვის.
რატი ამაღლობელს მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მთავარი სამიზნე სწორედ ის ახალგაზრდები გახდნენ, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ქუჩაში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებისა და ფინანსური ტერორის ფასად დგანან.
”რეჟიმი, რომელიც სულ საუბრობს აბსტრაქტულ მშვიდობაზე, ომს უცხადებს თავის საზოგადოებას, ახალგაზრდებს, მოხუცებულებს. განსაკუთრებით ერჩის ახალგაზრდებს. ეს ბუნებრივია, რადგან რეჟიმი ბებერია. რუსეთი, როგორც წესი, თებერვალში აქტიურდება ოკუპაციის მიზნით. უკრაინაში ერთი დღე ააცილა საქართველოს ოკუპაციას. ერთი დღით ადრე დაიწყო. არ დარჩენილა სფერო, რომელიც მათ ფეხქვეშ არ გათელეს. ადამიანად იბადები, მაგრამ ყოველ დღე უნდა გახდე მოქალაქე. შენ ყოველ დღე უნდა დაამტკიცო შენი მოქმედებით, რომ ადამიანი ხარ. ჩვენ აქეთ მხარეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან ცემას…”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.