“ცოტა ჯანმრთელობა მაწუხებს, მაგრამ ქოცების ჯინაზე კარგად ვარ” – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, ბორის ჩელე ყურუა “პოლიტიკური ამბების” ეთერში საუბრობს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად ტვინის შერყევა აღენიშნება.
პოლიტიკოსი მძიმე დაზიანებების მიუხედავად, ხვალინდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს.
ყურუა დასძენს, რომ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცველებთან კომუნიკაცია გააჩნია, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის ხელშია, ამიტომ ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს.
”ქოცების ჯინაზე კარგად ვარ. ცოტა ჯანმრთელობა მაწუხებს მათ გამო, მაგრამ ხვალ მაქსიმალურად ვეცდები, რომ აქციაზე ვიყო, თუმცა ტვინის შერყევის დიაგნოზი დამისვეს და არ ვიცი, რამდენად მოვახერხებ, თუმცა მინდა ძალიან, რომ მანდ ვიყო. სამართალდამცველებს რაც შეეხებათ, მქონდა მათთან კომუნიკაცია. სავარაუდოდ, დაიწყებენ გამოძიებას, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემი მოლოდინებით მათ ლეგიტიმაცია შევძინო. მე ვხვდები, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელშია ყველაფერი და მათ რომ მართლა გულწრფელად უნდოდეთ ამის გამოძიება, მაინც არ დააცდის ეს სისტემა, რომელიც ამ კაცს აქვს შექმნილი. სამართალდამცველები არ არიან ჩვენი ბრძოლის იარაღი. ჩვენი ბრძოლის იარაღია რაოდენობა, ერთობა, არდაღლა და იმის ჩვენება, რომ ის მეთოდები, რასაც ესენი იყენებენ, ჩვენზე არ მუშაობს”, – ამბობს ჩელე.