
სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.

ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს.

Mari Kavtaradze ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება.

ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.

Sofo Dato Ximshiashvili წერს, რომ სოფელში შვილები დატოვა ბებია-ბაბუასთან, რომლებსაც 4 დღეა, ვერ უკავშირდება. ერთ ბავშვს გულის დაავადება აქვს.

მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

სოფელშია დედა ორი მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები ეწურებათ. სახლის სახურავი არასანდოა. გზა გაუწმენდავია.

Maia Dzeria-Sikharulidze წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები.

ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.

ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.

დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათია თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.

Natia Darchia წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები.

ნანა ქავთარაძე წერს, რომ ავარიულ სახლში ჩარჩენილია ორი ასაკოვანი ავადმყოფი. ითხოვს სახლის გადათოვლას, სიმძიმისგან რომ არ ჩაინგრეს. შუქი არ აქვთ. საკონტაქტოდ ტოვებს ამ ნომერს 595054037 შუქრი ცერცვაძე.

Tamara Ghlonti წერს, რომ სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი. მეზობლები ვერ ახერხებენ სახლამდე მისასვლელად გზის გაწმენდას. საკვები თითქმის გამოელიათ. ტელეფონებიც ყველას დაუჯდა.

არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ჩამოინგრა რამდენიმე სახლი. თოვლი თითქმის 2 მეტრია. სჭირდებათ პირველადი დახმარების მედიკამენტები და პორტატული დამტენები.
Ps. პოსტი აღებულია დათო სიმონიას გვერდიდან.
