კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ თემურ ქათამაძემ, – დემონსტრაციების მონაწილე „ბათუმელმა მედროშემ“, რომელიც პატიმრობაშია და გუშინ, შიმშილობის 48-ე დღეს „ვივამედში“ გადაიყვანეს, შიმშილობა შეწყვიტა.
ჩხაიძის თქმით, ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 4 მარტს საღამოს საათებში გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც აუცილებელი კვლევები ჩაუტარეს და თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს.
საიას თანახმად, თემურ ქათამაძე აღნიშნავს, რომ შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გუშინ კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.