“საქართველოში დიქტატორული რეჟიმი მძვინვარებს…დღეს თუ გავჩერდით, ხვალ ბევრად უფრო გაგვიჭირდება…მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე” – – გოგლა ჟვანია

პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველის გამზირზე ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანიაც იდგა – როგორც მან “პირველებთან” განაცხადა, საქართველოში დიქტატორული რეჟიმი მძვინვარებს, ამიტომ საზოგადოების გამოფხიზლებაა საჭირო.

“დღეს თუ გავჩერდით, ხვალ ბევრად უფრო გაგვიჭირდება” – თქვა გოგლა ჟვანიამ, რომელმაც მოქალაქეებს პარლამენტთან უწყვეტად დგომისკენ მოუწოდა.

ზამთარი გადავიტანეთ, კარგი ამინდები გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ბევრად უფრო აქტიური გახდება. ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა. საქართველოში დიქტატორული რეჟიმი მძვინვარებს, ჭანჭიკებს უფრო და უფრო უჭერენ. დღეს თუ გავჩერდით, ხვალ ბევრად უფრო გაგვიჭირდება. სჯობს, საზოგადოება გამოფხიზლდეს, გააქტიურდეს და მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე”. – განაცხადა გოგლა ჟვანიამ. 

ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, საქართველოში პროტესტის მე-100 დღე იყო. მოქალაქეები კვლავ პარლამენტთან, უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share