სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იმერეთი და გურია სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას განიცდის – მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი – დაბალი – წერს ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობამ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და სიღარიბემ ისინი ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა.
SJC – სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით, ხოლო გურიის მოსახლეობა – 5.8%-ით შემცირდა.
სტატისტიკა დეტალურად:
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში: გურიაში მოსახლეობა 13.1%-ით შემცირდა; იმერეთში – 22,2%-ით;
ყველაზე დიდი კლება აღინიშნება იმერეთის მუნიციპალიტეტებში:
წყალტუბო -34,2%; ტყიბული -32,4%; ბაღდათი -31,4%;
2023 წლისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1766.8 ლარი იყო;
გურიაში საშუალო თვიური ხელფასი – 991.4 ლარი. ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს რეგიონებში ბოლოს წინა ადგილს იკავებს;იმერეთში საშუალო თვიური ხელფასი 1134 ლარი იყო, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 633 ლარით ჩამორჩება.
იმერეთში უმუშევრობის დონე 20%-ია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
გურიაში უმუშევრობის დონე 16,1%-ია. [2023 წლის მონაცემები]
გურიის მოსახლეობის 55,9% ხოლო, იმერეთის მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს.
მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია:
- ხარაგაულში – 70.4%
- ჩოხატაურში – 69,5%
- ხონში – 61,9%
- ვანში – 61,3%
- ჭიათურაში – 60,6%
გურიის მოსახლეობის 26,7% და იმერეთის მოსახლეობის 19% საარსებო შემწეობის მიმღებია.
საარსებო შემწეობის მიმღებთა განსაკუთრებით დიდი წილი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:
- ხარაგაული – 40,8%
- ჭიათურა – 33,6%
- ჩოხატაური – 31,4%