„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გადამდგარი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა აქციის ფონზე გაიმართა, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.