ჩვენ რუსეთში არ ვართ, ეს არასდროს მოხდება-მაია სტეფნაძე

პრინციპული ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ ადამიანებმა არ დაიჯერონ, რომ ამ ქვეყანაში რუსეთია, – ამის შესახებ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ  განაცხადა.

მისი თქმით,  ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება „ივანიშვილის ვითომ მთავრობას იმისთვის, რომ  ამ ქვეყანაში ბოლომდე ის ითქვას, რომ ჩვენ რუსეთში ვართ“.

”პრინციპული ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ ადამიანებმა არ დაიჯერონ, რომ ამ ქვეყანაში რუსეთია. არავინ უნდა დაუშვას ეს. ე.წ. პრემიერი, რომელიც გამოდის და ამ ადამაინებს დასცინის, “ბიუჯეტს გვივსებენ და 300 კაცი დგას“, ბევრჯერ დაუნახავს ივანიშვილის ვითომ მთავრობას, რომ 300 კაციც მდგარა, 3 ათასიც და 200 ათასიც. თამამად ვამბობ, რომ ძალიან ბევრი სჭირდებათ ამათ კიდევ, რომ ამ ქვეყანაში ბოლომდე ის ითქვას, რომ ჩვენ რუსეთში ვართ და ეს არასდროს მოხდება. მაშინ ყველანი ციხეში უნდა ვიყოთ. ოდნავი ნიჰილიზმიც კი არ მინდა ამ ადამიანებმა ჩვენში დაინახონ.

რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რაც არ შემიძლია იმასაც. მე სამი შვილის დედა ვარ და არ მინდა ოდესმე ჩემი შვილების თვალებში შეხედვის შემრცხვეს“, – განაცხადა მაია სტეფნაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share