მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს -სალომე მაჭარაშვილი წერს, რომ 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, ის სამსახურიდან გაუშვეს.

სალომე მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ “მისი მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან განთავისუფლება მისთვის პატივია“.

ჩემი და მერიის 18 წლიანი ურთიერთობაც დასრულდა…
მადლობა, ყველა ღირსეულ საჯარო მოხელეს, ვისთანაც მითანამშრომლია მთელი ამ წლების განმავლობაში…
მადლობა,  ჩემს საუკეთესო გუნდს – მუნიციპალური ინსპექციის სივრცეს , რომლიც ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასგან , ეთიკით, პროფესიონალიზმით, კომპეტენციით , დისციპლინით. ამაყი, ვარ რომ ამ გუნდის შექმნაში ჩემი პატარა წვლილი მეც მიმიძღვის ! ამაყი ვარ , რომ მათი ხელმძღვანელი მერქვა !
არ დამიკლია ძალისხმევა , ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება, რათა ადამიანებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ ამ სივრცეში !
კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა ყველა საჯარო მოხელისა და მოქალაქის ვალდებულებაა ! სხვანაირად ვერ შევქმნით ვერც აწმყოსა და ვერც მომავალს !
პატივად ჩავთვლი ჩემი მოვალეობის დაცვის გამო სამსახურიდან განთავისუფლებას !
ყველას გისურვებთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას ! ,-წერს მაჭარაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share