31-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი, მერიიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს

31-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი, მერიიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს. ლიკა ლაღიძე წერს, რომ მას პროევროპულ პეტიციაზე ხელის მოწერა არ აპატიეს.

როგორც ლაღიძე წერს, აზრის საჯაროდ დაფიქსირების შემდეგ, ის სამსახურის უფროსმა დაიბარა და უთხრა, რომ მერიაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.

“მერიაში ჩემი 31-წლიანი “ერთი და იგივე მარშრუტი” შეწყდა. 31-წლიანი მუშაობის შემდეგ, დადგა ჩემი გათავისუფლების აუცილებლობაც. მას შემდეგ, რაც მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი მშვიდობიანი პოზიცია საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, დამიბარა სამსახურის უფროსმა და განმიმარტა, რომ ამის შემდეგ, აქ აღარ უნდა მემუშავა, რომ თურმე, არც ერთ მათ მიტინგებზე არ მიმიღია მონაწილეობა და ა.შ.

პოლიტიკური მოტივით გვიშვებენ საჯარო სექტორიდან თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენი საქმე ვიცით, მაგრამ ერთგულები ვართ საქართველოს კონსტიტუციის. მერია ჩემთვის იყო სამსახურზე მეტი – მთელი ცხოვრება. მაგრამ, დგება დრო, როცა ხმამაღლა და საჯაროდ უნდა თქვა სათქმელი. მაშინ როცა, ჩემი ცხოვრების მთავარი იდეისთვის ბრძოლისას გადავსებულია საპატიმროები, ნაცემი და ძვლებში დალეწილია გარშემო ხალხი, საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმა მხოლოდ მინიმუმია. მეორე მხარე კი ის არის, რომ ლოდი მომეხსნა. მორალურ უპირატესობას ვგრძნობ და სწორ ადგილას ვარ და ეს არის ძალიან მაგარი. ღრმად მწამს, ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენის, ქვეყნის ევროპული მომავალია!”, – წერს ლაღიძე.

tvpirveli.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share