ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, თბილისის დროით 17:00-19:00 საათს მონაკვეთში შედგება. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის საუბრის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
“ლიდერები ისაუბრებენ იმდენ ხანს, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ”, – აღნიშნა პესკოვმა