„ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშოროს არამზადები… ვილოცებთ თქვენთვის“ – სენატორი რიში

სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და “ოცნების” ხელისუფლება “არამზადებად” მოიხსენია. რიშმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და „როგორც ჩანს, არის რუსული რეპრესიების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი მოძრაობა“.

„იმედს მაძლევთ, როცა მეუბნებით, რომ უმრავლესობას სწორი რამის გაკეთება სურს. [..] თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშორონ არამზადები და მოიპოვონ თავიანთი მომავლის კონტროლი. ვილოცებთ თქვენთვის“, – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share