“ხელოვნურმა ინტელექტმა, ნანოტეხნოლოგიებმა და საღი აზრის გამარჯვების გზაზე მდგომი ადამიანების ერთიანობამ გადაწყვიტა, ტვინი დაიცვას, ტვინს დაეხმაროს: თუ მხედველობის ორგანო არ არის, თვალი არ აქვს, მხედველობის ნერვი გაწყვეტილია, ტვინს აღაქმევინოს სურათი იმპლანტის მეოხებით. ხელოვნურად ჩაერიოს და იმ ადამიანმა დაინახოს, ვირტუალური სამყარო შეიქმნას. […]დღეს მიღწევადი გახდა, მადლობა მასკს და მიმდინარეობას, ახლა აქედან პირველად ვუცხადებ მადლობას ამ კარგი საქციელისათვის, რომელიც მოეხმარება ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენებაში, რომ ადამიანს, რომელსაც მწოლიარე მდგომარეობაშია, შეუძლია, თავის ტვინით მარტოს ინფრასტრუქტურა.დიახ, დღეს სავსებით რეალისტურია, რომ მოხდეს ტვინის მკურნალობა იმპლანტების მეოხებით, რომელიც სრულიად გადაუჭრის გზას ნარკოტიკების მოხმარებას. სრულიად ინდიფერენტულს გახდის ტვინს ნარკოტიკების მიმართ და ეს სავსებით რეალისტურია ჩვენს მეცნიერებაში.ახლა მე ჩემს ახალგაზრდებს მოგიწოდებთ, რომლებიც ახლა ეუფლებით ბიოლოგიას, მედიცინას, ინოვაციებს. აბა, ახლა გაშალეთ ფრონტი, სახელმწიფო დაგეხმარებათ, თქვენ როგორი აზრი გაქვთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. […] შეკარით ერთი პირი, რომ მასკის და იმ მიმდინარეობის მხარდაასაჭერად მოძრაობა დავიწყოთ ნარკოტიკების აღმოფხვრის წინააღმდეგ. […]ტვინი თუ იტყვის უარს ნარკოტიკის მოხმარებაზე, არც გამსაღებლის ინტერესი იქნება, არც მისი წარმოების” – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლადო კახაძემ ახალი ანტინარკოტიკული კანონის განხილვისას.სტილი დაცულია