საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასათვის გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP)მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:
“ევროპის სახალხო პარტია (EPP) ნიკა მელიასთვის გამოტანილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
EPP “ტვიტერზე” წერს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელ გზად ვადამდელი არჩევნები უნდა განიხილებოდეს:
“რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას დაკავების შესახებ, იღებს ახალ გადაწყვეტილებას რომ უფრო გაამძაფროს პოლიტიკური კრიზისი იმის ნაცვლად, რომ ეძებოს კომპრომისი და გამოსავლის გზები
საქართველო, რომელსაც შეუძლია იყოს ლიდერი , ირჩევს პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებას, შერჩევით სამართალს. ვადამდელი არჩევნები და მოლაპარაკებები უნდა განიხილებოდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის გზად”.- წერს სააკაშვილი.