„კრემლში წავიდნენ და წაუღონ ყვავილები“ – საბა სხვიტარიძის დედა “ოცნებაზე”

სინდისის პატიმრის საბა სხვიტარიძის დედა, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ “ოცნებას”, რომელმაც ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შეცვალა, მემორიალათან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. ეკა წერეთელი ივანიშვილის გუნდს ურჩევს, კრემლშ წავიდნენ და ყვავილებიც იქ მიიტანონ.

 

9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რასაც არ იმსახურებენ ესენი, რომ მოვიდნენ და პატივი მიაგონ. ამათმა 2 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ ჩვენი კურსი შეიცვალა, მივდივართ რუსეთისკენ 2030 წლამდე. აქედან გამომდინარე, ვეუბნები, ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებული შვილები რომ გვყავს, დამნაშავეებად რომ თვლიან, რადგან საქართველო უყვართ, მაგათ რადგან რუსეთი უყვართ, კრემლში წავიდნენ და წაუღონ ყვავილები, – ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share