“ოცნება” თავისუფლებას ურტყამს, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვენლოვანია, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ქმედებებით თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ანადგურებს, რომელიც ქართველმა ერმა სისხლის დაღვრისა და სიცოცხლის შეწირვის ფასად მოიპოვა.
”დრო შეიცვალა, ჩვენ გვეკუთვნის სხვა გარემო. 36 წელი დიდი დროა, ისტორიისთვისაც. ჩვენ გვაქვს რეალური რამ. ჩვენ განვიცადეთ და ვიგრძენით, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ესენი თავისუფლებას ურტყამენ, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცი ქვეყნები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები, მაგრამ თავისუფლები არ არიან. საქართველოს, ქართველ ერს მიეცა საშუალება, რომ ეს ორივე ჰქონდეს. ამას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, იდეალები, შრომა. ამას გინგრევენ ესენი”. – განაცხადა გია ბუღაძემ.