ედიტ ესტრელა – საქართველოში სიტუაცია გაუარესდა, ევროსაბჭოს ასამბლეის რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელება

საქართველოში, სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე საუბარი შეუძლებელია, – ამის შესახებ პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

„სანამ რეზოლუციას წარგიდგენთ, მსურს პირადი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლის წარდგენასაც ამ ასამბლიის წინაშე ვისურვებდი, ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიკაციის შესახებ? გახსოვთ, რომ ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის კონტექსტში და ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა. სამწუხაროდ, სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია, პირიქით, უახლესი ინფორმაციით და ცნობებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და დემოკრატიული ოპოზიციისგან, სიტუაცია გაუარესდა“, – აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა.

„ცნო რა დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდვებით, ასამბლეამ გამოკვეთა მკაფიო რეკომენდაციებისა და მოთხოვნების ნაკრები ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით, რომელშიც ის ამ სესიისთვის ელოდა მკაფიო და ხელშესახებ პროგრესს. ამიტომ, რეზოლუციის პროექტში, რომელიც დღეს წარვადგენთ, ვაფასებთ საქართველოში, იანვარში, ჩვენი დებატების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელება. სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების განსახორციელებლად, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით ისეთი სარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც ხელშემწყობია ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის. პირიქითმ ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის“, – აღნიშნა პორტუგალილმა დეპუტატმა.

მისი თქმით, გრძელდება სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ.

„დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია, დაუსჯელობა გრძელდება. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს, დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს, ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share