წულუკიანის კომისია “ოცნების” პარლამენტს მიმართავს, რომ სამუშაო ვადა მაისის ნაცვლად 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდეს

თეა წულუკიანის კომისია “ოცნების” პარლამენტს მიმართავს, რომ სამუშაო ვადა მაისის ნაცვლად 5 ივნისამდე გაუხანგრძლივდეს. ამ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

“ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, როგორც არის საქართველოს რეგლამენტით გათვალისწინებული, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. მითუმეტეს, გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, სულ ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და 2012 წელს თუ ჩერდებოდა იმ საკითხების განხილვის უფლებამოსილება, ახლა დაგვემატა ჩვენ 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს მოითხოვს აუცილებლობას, რომ მინიმუმ 1 თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ ამ დასკვნის სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში და სექტემბრის, ანუ საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში, წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე”, – თქვა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share