9 აპრილის შემდეგ, მოსკოვი ქართველებს ისევ ესხმის თავს, ამჯერად ივანიშვილის და კობახიძის ხელით – გონჩარენკო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელმა ევროდეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და 2025 წლის 9 აპრილთან პარალელი გაავლო.

ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ 36 წლის შემდეგაც, მოსკოვი ქართველებს თავს კვლავ ესხმის, ოღონდ ამჯერად ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის ხელით.

გაზაფხული, 1989 წლის აპრილი, ხეები ყვავის ულამაზეს თბილისში. შოთა რუსთაველის გამზირზე ქართველები დგანან პარლამენტის წინ საქართველოს დროშებით. იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. 89 წლის აპრილში ღამის 4 საათზე მოსკოვმა გასცა ბრძანება, რომ თავს დასხმოდა ამ ადამიანებს. რუსი ჯარისკაცები სამხედრო ნიჩბებით ხელში თავს დაესხნენ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები ნიჩბებით.

ახლა რა ხდება. ისევ აპრილია, 2025 წლის. ქართველები ისევ დგანან ქუჩებში, პარლამენტთან და მათ ისევ უნდათ დემოკრატია და თავისუფალი საქართველო. მოსკოვი ისევ ესხმით თავს. ამჯერად, არა რუსი ჯარისკაცების ხელით, არამედ, მოსკოვის მარიონეტების ხელით. ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს.” – ალექსეი გონჩარენკო. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა – ამ წუთებში სტრასბურგში ევროდეპუტატები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებენ. საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტარები PACE-ში “ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.

დებატების შემდეგ კი ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის სულისკვეთებას გაიზიარებს და მასში გაწერილი მოთხოვნები უცვლელი დარჩება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share