ე.წ. ხელისუფლებაც აღარ არიან, ესენი არიან ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, რომლებსაც სულის ნატამალი არ დარჩათ-გიორგი სავანელი

ესენი ე.წ. ხელისუფლებაც კი აღარ არიან, ესენი არიან ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, რომლებსაც მისხალი ადამიანობა არ დარჩათ, სულის ნატამალი არ დარჩათ,- ამის შესახებ  რეჟისორმა, გიორგი სავანელმა  განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები “ოცნების“ განცხადებებზე აღარც კი ბრაზდებიან.

“მათი ყველა ქმედება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მიდიან რუსეთისკენ და ზურგი აქციეს ევროპას“,- განაცხადა სავანელმა.

”ესენი ე.წ. ხელისუფლებაც კი აღარ არიან, ესენი არიან ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, რომლებსაც მისხალი ადამიანობა არ დარჩათ, სულის ნატამალი არ დარჩათ, ამ მართლა სულში ჩაფურთხებულების, ეშმაკის მიერ სულში ჩაფურთხებულები არსებების. ადამიანები ამათ ნათქვამზე აღარც კი ბრაზდებიან. მე უფრო მეტად ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებსაც დღემდე აქვს იმხელა უნარი, რომ იყვნენ თავშეკავებულები და რაციონალური მიდგომებით შეხედონ ამ ყველაფერს. მე ამ ადამიანების უფრო მიკვირს, ვიდრე ამ ჯოგის, რომლებიც ოლიგარქმა შეყარა. 

მათი ყველა ქმედება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მიდიან რუსეთისკენ და ზურგი აქციეს ევროპას”- განაცხადა სავანელმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share