ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის საქმესა და საქართველოს EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს შორის პარალელები კატეგორიულად მიუღებელია.
ევროპარლამენტარის თქმით, ეს ორი საქმე ერთმანეთისგან განუყოფელია.
“სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის პარალელები ფუნდამენტურად იმპერატიულია! ორივე განუყოფელია. ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებული იქნება და მოკვდება ციხეში”, – დაწერა ვოლსკიმ.